საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს
ტობავარჩხილის ტბა გამორჩეული ბუნების ძეგლია. ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ მეტი ვიზიტორი შეძლებს მის მონახულებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის და ტურისტული სერვისების განვითარებას.
ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის ასევე გათვალისწინებულია გადასახედებისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა. |