საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტს - Log-in Georgia, მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.
2020-08-31 ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტს - Log-in Georgia, მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: პროექტის შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს (მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში) შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ. პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Open Net-ი განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გურიაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო, შედეგად მიმდინარე წლის ბოლოს ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 49 დასახლებული პუნქტისთვის და 29 ათასამდე მოსახლისთვის.
|