საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და თითოეული პაციენტის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება. ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ცვლილება ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება.
|