საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
2020-08-13 საქართველოს მასშტაბით, კიდევ 115 დევნილ ოჯახს, საცხოვრებელ ფართები დაუკანონდა: დევნილი ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი მათ შესაძლებლობას აძლევს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. მიმდინარე წლის ბოლომდე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
|