საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოში C ჰეპატიტი უკვე 65 000-მდე ადამიანმა დაამარცხა

2020-07-28

28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება

✅ საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.

✅ C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა საქართველოში ჩაუტარდა 2.3 მილიონამდე ადამიანს.

✅ C ჰეპატიტის მკურნალობა დაიწყო 70 ათასი პაციენტმა, მათგან კურსი უკვე  დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა და განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

✅ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის  ძვირადღირებული მედიკამენტები. ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც.

✅ საქართველომ 2019 წლის დასაწყისში მიიღო  ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყანა.

ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  მიერ დაწესებულ შვიდ გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დღეებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს უკვე მეათეჯერ აღინიშნება.

► С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.moh.gov.ge/ka/528/