საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბათუმში 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი აშენდა
2020-07-27 ბათუმში 3400 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდა - სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ✅ დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოწყობილ სპორტულ კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექცია განთავსდება: სპორტსმენები ამორტიზებული შენობის ნაცვლად თანამედროვე კომპლექსში ვარჯიშს შეძლებენ. სპორტული კომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამ ეტაპზე სპორტული კომპლექსის შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები, განათების , გათბობა-გაგრილების და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. მოეწყობა ღია ავტოსადგომიც. ✅ აღსანიშნავია, რომ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ტურიზმის განვითარება - სრულდება 20 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.
|