საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 60 ავტომობილით განახლდა

2020-07-21

✅ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილით განახლდა.

✅ ახალი ავტომობილებიდან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

✅ ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღემდე ავტოპარკი სულ 362 ავტომობილით განახლდა. დღეისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული.

✅ პროექტი მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.