საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გავამარტივეთ
2020-07-07 სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გავამარტივეთ! ► სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათების მისაღებად, საკმარისია ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ, სხვა თანამესაკუთრეებისგან მიღებული წერილობითი თანხმობის წარმოდგენა. ► თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ► ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც. ℹ აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწმონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 1501
|