საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობით მარნეულში დევნილებისთვის 31 სახლს ვაშენებთ

2020-07-07

საქართველოს და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.

გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება.

დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.