საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა

2020-06-27

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

პროექტის ფარგლებში ქუთაისს - 60, რუსთავს - 40, გორს - 30, ზუგდიდს - 25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ.

► ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S." უზრუნველყოფს 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში 117 ცალი 8.5-მეტრიანი და 58 ცალი 10-მეტრიანი ავტობუსების მუნიციპალიტეტებისთვის ეტაპობრივად მიწოდებას.

► ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

► პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.