საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

6 წელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან

2020-06-27

2014 წლის 27 ივნისს, 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და წარმოადგენს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს.

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და ბოლო 6 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას:

საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, განახორციელა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება.

საქართველო აღიარებულია ლიდერ რეფორმატორ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც არაერთი ევროკავშირის შეფასების ანგარიშით და ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენელთა განცხადებით დასტურდება.

მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პენიტენციური სფერო, განათლება, მეცნიერება და ინოვაციები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება და დეცენტრალიზაცია და სხვა.

ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

ასოცირების შეთანხმებამ, რომელმაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას : გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი (12%), ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%). საქართველომ დაიწყო ახალი პროდუქციის ექსპერტი ევროკავშირის ბაზარზე.

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო, 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან

ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ ხელი შეუწყო ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას.

ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისათვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაში.

ასოცირების შეთანხმებამ შეუწყო ხელი საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების მნიშვნელოვან ზრდას, რომელის ოდენობამ ბოლო 6 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 1 მილიარდ ევრომდე დახმარება შეადგინა.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას (ERASMUS+, ჰორიზონტი 2020, შემოქმედებითი ევროპა) და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.)

ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს კულტურის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობას, მათ შორის ქართული კულტურის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.