საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
2020-05-21 საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში და ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში, პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 120 პროფესიულ პროგრამაზე მიიღებენ. მაღალია და მზარდია პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი (არსებული მონაცემებით: 2016 - 56% 2017 - 60% 2018 - 62% ) წელს პირველად: რეგისტრაციისთვის, კოლეჯების ჩამონათვალის და სხვა დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული www.vet.emis.ge
|