საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი პირველ 6 საწარმოს მიენიჭა
✅ მთავრობის გადაწვეტილება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის: ► ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი პირველ 6 საწარმოს მიენიჭა - სტატუსის მქონე საწარმო ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით; ✅ აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით რესურს გაუჩენს მწარმოებლებს და სტიმულს მისცემს ✅ აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია 2022 წლის 1-ლი იანვრიდან გადადის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე - Good Manufacturing Practice (კარგი საწარმოო პრაქტიკა). ✅ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რისთვისაც გადაიდგა არა ერთი ნაბიჯი, მათ შორის, საგადასახადო ხელშეწყობის მიმართულებით.
|