საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სათამაშოების უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლი იწყება
2020-02-07 ► სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, შეფასდება პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა - იგულისხმება სათამაშოების, როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები. ► სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდება, როგორც დოკუმენტური, ისე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით. ► სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ► სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო იქნება 2021 წლიდან. ► უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს - მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.
|