საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, 2008 წლამდე დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით 2015 წლიდან შემოღებული საგადასახადო შეღავათები 2026 წლამდე გაგრძელდება

2020-02-06

► საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით, სამშენებლო სექტორს მიეცემა დამატებითი შესაძლებლობა დაასრულოს ობიექტების მშენებლობა. გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას.

► სამშენებლო ობიექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

► 2015 წელს დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების გადაწყვეტილების შედეგად განახლდა არაერთი ობიექტის მშენებლობა.