რა გაკეთდა ბავშვებისთვის 2013 წლიდან დღემდე
2017-06-01
► უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა 500 000-მდე საჯარო და 4 000-მდე კერძო სკოლის მოსწავლეს. ► უფასო ტრანსპორტით სარგებლობს 1212 საჯარო სკოლის 66 070-ზე მეტი მოსწავლე. ► 6786 -მდე სპეციალური საჭიროების მოსწავლეს ემსახურება სპეციალური მასწავლებელი. ► დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 10 ინტეგრირებული კლასი. ► ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია განათლების მიღება. ► განხორციელდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია 1345 სკოლაში აშენდა 13 საჯარო სკოლა. ► მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა და დაგეგმილია 10 საჯარო სკოლის მშენებლობა. ► ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით. ► პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა - 180 776 პირველკლასელს. ► 7570 მოსწავლე დაჯილდოვდა პორტაბელური კომპიუტერით. ► წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ 6515 ოქროსა და 4994 ვერცხლის მედალი. ► ამოქმედდა საზაფხულო სკოლების პროგრამა. ► 443-მდე საჯარო სკოლაში ამოქმედდა სამედიცინო კაბინეტი. ► პირველად დაიბეჭდა სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით. ► სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის მომზადდა ადაპტირებული სახელმძღვანელოები. ► ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს მიეწოდებათ განათლების სერვისი იაშვილის კლინიკაში. ►2013 წლიდან დღემდე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველ და შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხა 768 შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი. ►2015 წლიდან დღემდე ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სკოლაში ჩაირიცხა 100 -ზე მეტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი, 6 ბენეფიციარი ჩაირიცხა პროფესიულ სასწავლებელში. ► სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დევნილი, ეთნიკური უმცირესობების და ლინგვისტური პრობლემების მქონე 580 მოზარდი ჩართულია სოციალური ინკლუზიის პროგრამაში. ► სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 13 სკოლაში, უფასო ავტობუსით სარგებლობს 37 სკოლის 2015 მოსწავლე. ► დევნილებისთვის გადაცემულ ბინებში გათვალისწინებულია ბავშვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ► საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.
► 45 სკოლის 1430 მოსწავლე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ კამპანიებში: · საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია · არა ძალადობას · არა ბიო ნარკოტიკს · უსაფრთხოების გაკვეთილები
► სოლიდარობის ფონდმა 390 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა. · ფონდში გაერთიანებულია 702 საჯარო უწყების, 60 000-ზე მეტი თანამშრომელი, 65 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური გაერთიანება. ► ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით 2017 წელს 1303 ბავშვი დაფინანსდა. ► მოქმედებს დემოგრაფიული პროგრამა, საქართველოს 7 რეგიონში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე გაიცემა ფინანსური დახმარება - პროგრამაში უკვე ჩართულია 7258 ბავშვი. ► მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის ფარგლებში, ფულადი დახმარება მიიღო 3891 ბავშვმა.
► დღის ცენტრების მომსახურებით ყოველთვიურად სარგებლობს 700-მდე შშმ ბავშვი და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 600-მდე ბავშვი. ► ადრეული განვითარების პროგრამით ყოველთვიურად სარგებლობს 600-მდე ბავშვი. ► ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით 2017 წელს უკვე დაფინანსდება 6250 კურსი. ► მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით 2017 წელს სარგებლობს 170 ბავშვი. ► 2014 წლიდან მოქმედებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. კვების ვაუჩერით სარგებლობს 1229 ბავშვი. ► ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში, ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა. ► ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის პირველი საპილოტე სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა. ► თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამას ახორციელებს. ► გარემოსდაცვითი ლექცია-სემინარები მოისმინა 4 974-მა მოსწავლემ. ► გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიებში ჩაერთო 8 000-ზე მეტი მოსწავლე. ► დაინერგა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება თბილისისა და ქ.თელავის საბავშვო ბაღებში. ► დაცული ტერიტორიების ორგანიზებით გამართულ ეკო-გაკვეთილებში, ეკო-ტურებში და ეკო-ბანაკებში 300 000-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ► არასრულწლოვან პატიმართა რეაბილიტაციისთვის ხორციელდება: · ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები · პროფესიული და სახელობო პროგრამები · ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები · სპორტული წრეები · კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან · სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება
► დამტკიცდა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი". ► მოქმედებს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამა. ► დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებში ჩაერთო 6500 მოსწავლე. ► პარლამენტმა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. ► თბილისში ამოქმედდა მედიაციის სახლი. ფუნქცია - რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამების/პროექტების შეთავაზება;მედიაციის სახლი უკვე 700-ზე მეტ არასრულწლოვანს მოემსახურა. ► პროექტი "მე საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე ვარ" 2016 წლის ივნისიდან დღემდე 132 ბავშვია ჩაერთო. ► საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში საქართველოს პირველი რესპუბლიკა მონაწილეობა მიიღო 100ზე მეტი სკოლის 700ზე მეტმა მოსწავლემ.
► 15 000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" მიერ ორგანიზებულ სპორტულ, შემეცნებით, გასართობ და კულტურულ 40-მდე პროექტში. მათ შორის: • პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში: 1. პროექტი - „ • სპორტული დარბაზები და ინტეგრირებული სახელობო წრეები" • პროექტი - „ჩვენთვის და ჩვენთან ერთად" • „CYNC - ბიბლიოთეკა" • „CYNC - სპორტი ბარიერების გარეშე" • „ლიტერატურული კონკურსი „ჩემი თავგადასავალი" • კონკურსი დამწყები მხატვრებისათვის" • ,,ინტელექტის დღე" • „მომავლის ბანაკი" • .„საზაფხულო სკოლების" პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად"
► ხორციელდება კულტურული პროექტები, კონკურსები და ფესტივალები ბავშვებისათვის: • კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, თოჯინების თეატრს ახალი შენობა ექნება; • სახელმწიფო თოჯინების თეატრებს, კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად უფინანსებს სადადგმო და საგასტროლო ხარჯებს. • დაიწყო მასშტაბური პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის; „ექსკურსია თეატრებში" და „ექსკურსია მუზეუმებში" • სახელოვნებო სკოლებს გადაეცა სამხატვრო ინვენტარი. • მიმდინარეობს პროექტი „ცოცხალი წიგნები". • ფინანსდება საბავშვო ჟურნალი „დილა". • ტარდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის, პირველი საბავშვო ლიტერატურული კონკურსი. • გამოიცა ვაინახური ზღაპრები. • კინოჩვენებისათვის საჭირო ინვენტარით აღიჭურვა 24 მუნიციპალიტეტი. • მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტი „კინო სკოლაში" გაიმართა 6854 კინოჩვენება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 445 სკოლაში. • ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი" - ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი" , საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა". • იმართება პროექტები „შემოსაზღვრე საქართველო" და „მრავალფეროვანი საქართველო". • მცირედმხედველი და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. • სახელოვნებო სასწავლებლებს გადაეცა მუსიკალური ინსტრუმენტები. • ტარდება ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი. • კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები ყოველწლიურად, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონკურსებში, ვორქშოპებში და ა.შ.
► პროექტი - „წერილი ჯარისკაცებს" მოსწავლეები წერილებს უგზავნიან ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს. ► სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ტექნოპარკში ოთხ სხვადასხვა მიმართულების შესწავლა დაიწყეს. ► მიმდინარეობს პროექტი „სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის".
► ბავშვებში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ 2012-2017 წლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ: • 400-მდე შეხვედრა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებში; • ნატოსა და ევროკავშირის 50-მდე საინფორმაციო კუთხის გახსნა სკოლებში; • 3-თვიანი უფასო კურსი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის; • 2-წლიანი ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის; • საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 100-მდე ბავშვისთვის მოეწყო საინფორმაციო სემინარები და შეხვედრები თბილისში; • 400-მდე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიება; • 2500-მდე ბავშვმა ანაკლიის „მომავლის ბანაკის"ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღო; • კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში 20 000 მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ; • 400-მდე კონკურსი,ვიქტორინა და ინტერაქტიული თამაში ბავშვებისთვის; • 70-მდე ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისთვის; • ექსკურსიები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში და სამხედრო ბაზებზე 1000-მდე ბავშვის მონაწილეობით; • ლექციათა ციკლის „მე-ევროპელი" ფარგლებში 900 -მა ბავშვმა მიიღო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ; • პროექტ „ჩართე ახალგაზრდების" ფარგლებში 50 ბავშვმა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო მონაწილეობა; • 5000-მდე ბავშვი ჩაერთო ნატოსა და ევროპის დღეების გახსნასთან დაკავშირებულ შემეცნებით ღონისძიებებში; • პროექტში „ნატო და ევროკავშირი რეგიონებში" 2800 -მდე ბავშვი ჩაერთო მთელი საქართველოს მასშტაბით;
|