საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა
2017-05-25 საქართველოს მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარადგინა. კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის. · შეიქმნა შრომითი მედიაციის სამსახური და არაერთი შრომითი დავა დასრულდა წარმატებით · შეიქმნა შრომის ინსექციის დეპარტამენტი · პარალელურად მიმდინარეობდა ახალ კანონზე მუშაობა · ბოლო სამმხრივ კომისიაზე, რომელიც ა.წ თებერვალში გაიმართა, მოხდა კანონპროქტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება და მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის დაეგზავნა. ახალი კანონი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრის კუთხით. ახალი კანონპროექტი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშროებებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
|