26 მაისს გასამართი ღონისძიებების პროგრამა
2017-05-25
ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი მოდით რუსთაველის გამზირზე 11 საათიდან !
წამოიყვანეთ მეგობრები, შვილები, ოჯახის წევრები და შეუერთდით საინტერესო და საზეიმო სანახაობას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს ვეფხისტყაოსნის თემატიკით იქნება დატვირთული
შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ", ღონისძიებები თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში სახელმწიფოსთან ერთად, 80-მდე მეწარმე ,მათ შორის მეწარმეები პროგრამიდან ,,აწარმოე საქართველოში"
➡ 26 მაისს თბილისში გასამართი ღონისძიებების პროგრამა:
► თავისუფლების მოედანი • ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია 12:00 • სამხედრო ტექნიკის გამოფენა
► რუსთაველის გამზირი • საბავშვო კონცერტები 11:00 - 11:40; 12:30 - 13:10 ; 13:30 - 14:10; 14:30 - 15:30 • ვიქტორინა ვეფხისტყაოსნიდან 13:10 - 13:30 ; 14:10 - 14:30 ; 15:30 - 15:50 ; 17:40 - 18:00 • ელექტრონული მუსიკა 15:50 - 17:40 სთ და 18:00 - 00:00 • მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა 12:00 - 16:00 • სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი 17:00 და ვეფხისტყაოსნის თემატიკით აქსესუარების გაყიდვა
► რუსთაველის გამზირი 11:00 საათიდან 21:00 საათამდე: • ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად „ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა • საბავშვო არქეოლოგიური გათხრები • ქვიშაზე ხატვა-ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება • ,,ქაჯეთის ციხი''-ს კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე • მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში • დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით • მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი • „თავისუფალი გაკვეთილები" ბავშვებისთვის - ზღაპრული სივრცე; • სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი • სასოფლო-სამეურეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა • 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. • სტარტაპერების ნამუშევრები „ვეფხისტყაოსნის" თემატიკაში • იშვიათი სახეობების მცენარეებით ვეფხისტყაოსნის თემატიკის წარმოდგენა • სათვალეები საქართველოს დაცულ ტერიტორიების ვირტუალურად დასათვალიერებლად • ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა; • 3 არტ კაფე • კონცერტი ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე • ინსტალაცია „ვეფხისტყაოსნის" უცხოური გამოცემები და „ანბანი" • „ვეფხისტყაოსნის" გმირების ვირტუალური გაცოცხლება , პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები • ძველი ქართული სამზარეულოს დაკარგული რეცეპტების გაცოცხლება • ქუჩის არტი "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე • სპორტული ღონისძიებები • ეროვნულ მუზეუმში გამოფენა - 51 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი" • საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი : ინტელექტუალური თამაში, ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - კამპანიის ფარგლებში მსურველების ჩაწერა, ლაივ სტუდიები რუსთაველის გამზირიდან, სპეციალური სტუდია, საიდანაც მოამბე პირდაპირ ეთერში გადაიცემა
►ვარდების მოედანი , 21:00 საათი • გალა კონცერტი
➡ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უერთდება კერძო სექტორი სხვადასხვა, საბავშვო, გასართობი, შემეცნებითი და თემატური აქტივობით. ასევე, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იქნება მეწარმეების თემატური გამოფენა-გაყიდვა.
➡ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ყველა თვითმმართველ ქალაქში
• სამხედრო ტექნიკის გამოფენა • ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული საბავშვო, გასართობი, სპორტული ღონისძიებები • დასკვნითი კონცერტები ► მცხეთა • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა • შერიგების სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობების ჩართულობით კონცერტი, საბავშვო ღონისძიებები, გამოფენები ► ფოთი • განათლების სამინისტრო - პროფესიული სასწავლებლების კუთხე; თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბენდების კონცერტი ► გორი • ევროინტეგრაციის სამინისტრო - უვიზო მიმოსვლის სიმულაციური სივრცე, წესების გაცნობა; საბავშვო გასართობი სივრცე ► ქუთაისი • ენერგეტიკის სამინისტრო - ელექტრონული მუსიკის სივრცე თეთრ ხიდთან 14:00 - 00:00 ► ზუგდიდი • ჯანდაცვის სამინისტრო - საინფორმაციო, სანახაობრივი ღონისძიებები • გარემოს დაცვის სამინისტრო - „იზრუნე გარემოზე", საბავშვო გასართობი სივრცე ► თელავი • შსს - პროექტი „უსაფრთხო ქალაქი" ► ახალციხე • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - მე-12 საუკუნის გაცოცხლება რაბათის ციხეში 15:00 საათიდან, საბავშვო გასართობი სივრცეები. ► ოზურგეთი • იუსტიციის სამინისტრო - საინფორმაციო, შემეცნებითი, საბავშვო-გასართობი პროგრამა ► ამბროლაური • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, საბავშვო სივრცე
მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!
|