გაფორმდა ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ
2016-10-03
► ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს ► პორტის გახსნისას და პირველი ფაზის ამუშავებისას ანაკლიის პორტს ექნება 2-მისადგომიანი საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც შეძლებს მიიღოს და გაატაროს 700 000-დან 800 000 ტეუმდე კონტეინერი ► ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში ► პორტის სიღრმე და ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის 10,000 კონტეინერიანი (TEUs) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება ► ინვესტორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა საჭირო ობიექტები, მათ შორის ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები ► წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება |