«სილიკონ ველი თბილისი» გაიხსნა
2016-09-17
► მომზადებულ კადრებს გლობალური დასაქმების საერთაშორისო ბაზების მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში დისტანციურად დასაქმდნენ ► „სილიკონ ველი თბილისი" მიმართულია ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაზე, სათანადო ცოდნისა და კადრების მომზადებაზე, რომლთაც ახლო მომავალში ისარგებლებს ბიზნესი ► ტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი" აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, IT აკადემიას, ტრენინგ ცენტრებს, ინოვაციურ და კვლევით ლაბორატორიებს და ა.შ. ► მსოფლიოში წამყვანი და ადგილობრივი კომპანიების ჩართულობა უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების გაჩენას, რომლები წარმატებით დასაქმდებიან; სასწავლო პროცესში ორგანიზაციები ჩართული იქნებიან, როგორც ცოდნის ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით ► გათვალისწინებულია გადამზადების ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც მოკლევადიანი კურსებით მოახდენს კადრების სწრაფ მომზადებას და დასაქმებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებით ► დაგეგმილია თანამშრომლობა მსოფლიოს ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან, როგორიცაა Microsoft, Sisco, Linux, Android, Google, „მერსედეს ბენცი", „საქართველოს რკინიგზა" და ა.შ. ► აღნიშნულ სამუშაოებში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც სტუდენტებს ასევე ცენტრის მიერ გადამზადებულ კადრებს #განათლება2016 #მთავრობა2016 |