საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მთავრობის ადმინისტრაცია სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთო

2015-11-27

  

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკს დღეს სისხლი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჩააბარეს. გაღებული სისხლით შეივსება იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის სარეზერვო მარაგი და დამზადდება სისხლის საჭირო კომპონენტები.