საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2012 წლის არჩევნებიდან დღემდე
2015-05-07
რა გაკეთდა მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე. · ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას; · შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო; · განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა; · ამოქმედდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები; · შეწყდა პოლიტიკური მოტივით მოქალაქეთა დევნა; · განადგურდა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა; · შეწყდა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება; · პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა მედია, სასამართლო, პროკურატურა, ბიზნესი; · დღეს დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე; · დასრულდა 84 ახალი ამბულატორიის მშენებლობა; · დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაცია. · სოლიდარობის ფონდის მეშვეობით ონკოლოგიური დაავადების მქონე 77 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა; · საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი; · სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 მილიონი ლარის დახმარება; · საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი, 1 200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი; · მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოების მილიონ თექვსმეტი ათას შვიდასი კომპლექტი მიიღეს; · უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება 52 000-ზე მეტ მოსწავლეს; · უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო; · გაიზარდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა. · აშენდა 8 ახალი სკოლა, შენდება 9 ახალი სკოლა; · 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ეკონომიკის 3,3%-იანი ზრდა, ხოლო 2014 წელს - 4.8%. · 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5%-ით, ევროკავშირთან - 76%-ით, რუსეთთან - დაახლოებით 6-ჯერ (487,5%-ით). · 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია, · დაიწყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა; · პირველად, საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში; · იწყება პროექტის ,,მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას" სამუშოები; · თბილისთან ახლოს შენდება ტექნოლოგიური პარკი; · ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ; · მნიშვნელოვანია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა; · აქტიურად ხორციელდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა; · დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად კახეთის რეგიონში (81 წერტილში) მიმდინარეობს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი; · გაკეთდა 55.4 კმ ახალი გზა და აშენდა 20 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 600 კმ გზას და 87 ხიდს; · მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გლეხებმა უსასყიდლოდ მიიღეს 107 მილიონ 605 ათას 506 ლარის ღირებულების სასუქი, 47 მილიონ 835 ათას 368 ლარის ღირებულების შხამქიმიკატები, 8 მილიონ 579 ათას 187 ლარის ღირებულების თესლი, 53 მილიონ 704 ათას 193 ლარის ღირებულების ინვენტარი, 232 ათას 486 ლარის ღირებულების ვეტერინარული პრეპარატები; · მოიხნა 427 ათას 765 ჰექტარი მიწის ფართობი; · დაფინანსდა 119 ახალი საწარმო, 600-ზე მეტი საწარმო გაფართოებულია. მთლიანობაში გაცემულია 22 ათასზე მეტი სესხი, რომელთა ღირებულება 800 მილიონ ლარზე მეტია; · ბოლო ორი წლის განმავლობაში ინდივიდუალურად ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში დაახლოებით 110 ათასი აბონენტი ჩაერთო და 88 ათასამდე ოჯახი გაზიფიცირდა; · ელექტროფიცირდა 22 უშუქო სოფელი და უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ 6 დასახლებული პუნქტის ელექტრიფიცირების სამუშაოები; · დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, მათ შორისაა, მუცო, დართლო, ჩაჟაში, ვარძია; · კულტურული მემკვიდრეობების 19 ძეგლს ჩაუტარდა მასშტაბური სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები; · საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია გახდა 100 ათასი ლარი; · შემუშავდა და პარლამენტში გადაიგზავნა 200-მდე კანონპროექტი, მათ შორის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის ძალითაც არასრუწლოვანთათვის საქართველოში ინოვაციური სპეციალიზებული მართლმსაჯულების სისტემა ყალიბდება; · სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებას, გაიხსნა 3 საზოგადოებრივი მისაღები; . გაიხსნა 80 საწოლზე გათვლილი განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რომელშიც, ასევე, ფუნქციონირებს 57-ადგილიანი საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისათვის; . პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. სამინისტრო ინარჩუნებს დეპოლიტიზების აღებულ კურსს, პოლიცია აღარ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას და თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით; . საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უსაფრთხოების
|