საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს რაგბის კავშირი 3 ბუნებრივი საფარის მქონე რაგბის მოედანს ააშენებს

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოქალაქევში სახელმწიფო „საქართველოს რაგბის კავშირს" უსასყიდლოდ გადასცემს მიწის ნაკვეთს, სადაც „საქართველოს რაგბის კავშირი" 3 ბუნებრივი საფარის მქონე რაგბის მოედანს ააშენებს და მინიმუმ 500 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას. ასევე, მოეწყობა გასახდელები, ექიმის ოთახი, გამწვანება, ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები და ა.შ. ორგანიზაცია ამ სამუშაოებისთვის 300 000 ლარს დახარჯავს. საქართველოს რაგბის კავშირს სახელმწიფომ მიწა 49 წლიანი ვადით უსასყიდლოდ გადასცა


ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. რაგბი საკმაოდ პოპულარულია სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც, მიუხედავად სათანადო ინფრასტრუქტურის არ არსებობისა, მოქმედებს რაგბის რამოდენიმე სექცია. სავარჯიშო პროცესში ჩართულია 400-მდე მორაგბე.