საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას" - ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის" დაცვისა და განვითარების მიზნით, უკვე დაგეგმილია უძველს დამწერლობას მიენიჭოს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი., საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერით მომზადდება და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.