საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთში

2013 წლის 8-9 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს შეხვდავიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთისსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცენტრს ესტუმრა ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცენტრს ეწვია, სადაც ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
ასევე, 8 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს ტომას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვეს შეხვდაჰენდრიკ ილვეს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე უსაუბრეს. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ტომას ჰენდრიკ ილვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის აქტიური ძალისხმევისათვის. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანასსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვეს შეხვდა შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, რათა ახალი მთავრობის წევრებმა დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან. გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდა. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით წარიმართა და მასზე დარგობრივი თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა კმაყოფილება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ესტონეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთდახმარების შეთანხმებას". როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბაზრების სიმცირიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ უმნიშვნელოა, თუმცა, სამთავრობო დონეზე არსებობს მზაობა ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნეს ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა ჟურნალისტებისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდა"დღეს ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები... მიუხედავად სხვადასხვა სფეროში წარმატებული ურთიერთობისა, ჩვენს ქვეყნებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის მეტი პოტენციალი არსებობს განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, რომელიც აუცილებლად ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამთავრობო დონეზე მზადყოფნას ინვესტიციების წახალისებასა და ბიზნეს ურთიერთობების განვითარების კუთხით,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდაესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ესტონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალიგვირგვინით შეამკო.
ვიზიტის დასასრულს გაიმართა ბიძინა ივანიშვილის და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ენე ერგამასის შეხვედრა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გამოითქვა სურვილი საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ვიზიტების გაცვლის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდად აფასებს ესტონეთის დახმარებას „განვითარების თანამშრომლობის პროგრამის" (Development Cooperation Program) ფარგლებში.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური