საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მესტიაში პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

2013-12-28

მესტიაში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივთა პრობლემები მოისმინა. მოსახლეობა ძირითადად განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს უჩივის.როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პრობლემა მოგვარებადია, თუ მისი გადაჭრის გზებს სწორად დაგეგმავ. "ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი არის მოქალაქე, მასზე ზრუნვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი ინტერესების დასაცავად,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფოტო ალბომი

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური