საქართველოს პრემიერ–მინისტრის 25 დეკემბრის საშობაო მილოცვა
დღეს მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მილიონობით ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე - ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას.
დღევანდელი დღე მინდა მოვულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც დღეს - 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა გისურვოთ ბედნიერი მომავალი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი შობა გეზეიმოთ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |