საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრი ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდასაქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს და ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზეპრემიერ–მინისტრი ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა მომხსენებელს, კრჟიშტოფ ლისეკს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას.

პრემიერ–მინისტრი ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე, ძირითადად მაინც კოჰაბიტაციის თემას შევეხეთ და ყველაზე მეტი პოლემიკაც სწორედ ამ საკითხზე გვქონდა. მე დავარწმუნე ჩვენი მეგობრები, რომ არ იქნება საქართველოში შერჩევითი სამართალი და არ განხორციელდება პოლიტიკური დევნა",-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური