საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართასაქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრიორიტეტი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაა და ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილი იყო ორი საკითხი: „ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე", „ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური