2012 წლის 13 დეკემბრის მთავრობის სხდომა
2012 წლის 13 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 24 საკითხი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიზარდა „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ შემადგენლობა. როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, ნარკომანიასთან ბრძოლა ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება და ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვნად გააქტიურდება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |