საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანშისაქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანს დღეს დილით ეწვია. დელეგაციაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორისსაქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი.

ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეულის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი"საპატიო დაკრძალვათა" ხეივანის შემდეგ, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, "შეჰიდების ხეივანში" გაემართა და "მარადიული ცეცხლის " მემორიალი გვირგვინებით შეამკო.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან "ზაგულბას" სასახლეში გაიმართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგორესურსების ექსპორტის თემას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, არტურ რასიზადევიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, არტურ რასიზადეს პირისპირ შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ, გაიმართა გაფართოებული პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდაშეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით. დასასრულს, ბიძინა ივანიშვილმა ქართული და აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი გააკეთა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

 

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური