საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო "Holiday Inn"-ში ტურიზმის ეროვნული სააპრემიერ–მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა გენტოს მიერ გამართულ 2011 წლის ანგარიშის და 2012 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

"შევხვდით ტუროპერატორების, მცირე სასტუმროების წარმომადგენლებს მათ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მათ უფრო მეტი აქტივობა მართებთ. ჩვენი მხრიდან, შეგვიძლია დავეხმაროთ ელექტრონულ ჯავშანთან და ფრენების დაჯავშნასთან დაკავშირებით, სადაც კერძო სექტორს გარკვეული პრობლემები აქვს.

შეხვედრაზე გვინდოდა მოგვესმინა ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში და გაგვეგო კონკრეტულად რა პრობლემები აქვს კერძო სექტორს, ტუროპერატორებს და კერძო სასტუმროებს," - აღნიშნა ნიკა გილაურმა პრეზენტაციის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური