საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
2021 წლის 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |