საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 056 ტესტი, რომლის შედეგად 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 681 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია stopcov.ge-ზე
2021-02-01 ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 351-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249 709-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 194 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. საკარანტინo სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში - 123. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 715 პირი, აჭარაში - 775, იმერეთში - 1 538", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|