საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 851 პირი
2020-11-21 დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 17, აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 16 802 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 307 პირი, აჭარაში - 19 161, იმერეთში - 5 226", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|