საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბერდია სიჭინავა - დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 350 პირი
2020-10-23 დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გვყავს 5 გარდაცვლილი, ხოლო 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 183 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 759 შემთხვევიდან თბილისში არის 686 შემთხვევა, აჭარაში - 487, იმერეთში - 356, ქვემო ქართლში - 36, შიდა ქართლში - 35, გურიაში - 17, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 69, კახეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7. ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 421. 3 234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 577, აჭარაში - 641. მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით გვყავს 397, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 82 პირი - მათ შორის, თბილისში - 53, აჭარაში - 12. 2 025 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 110 - აჭარაში, ხოლო 676 - თბილისში. 9 162 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. საკარანტინ სივრცეში გვყავს 4 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 836, აჭარაში-2 205. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 23 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|