საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბექა დოჭვირი - სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, დარჩენილზე კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა
2020-06-04 დღეს ჩვენ განვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც გაცემული იყო 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე; რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც შესრულებული არ არის, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა, საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|