საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

სოფო ჯაფარიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2018-05-16

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სტავროს ლამბრინიდის  შეხვდა.

 

სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა სახელმწიფოს პოლიტიკაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. საუბარი შეეხო, როგორ ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებს თემატური სამოქმედო გეგმების სახით და  ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მოქმედ ინსტიტუციურ მექანიზმებს, რომლებიც ემსახურებიან გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას. აღნიშნული მიმართულებით, საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სერვისებს, რომელიც მიეწოდებათ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ კამპანიებს. 

სოფო ჯაფარიძემ სტავროს ლამბრინიდის გააცნო 2017 წლის ანგარიშის შედეგები, რომლებიც ეხებოდა ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებასა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკას საქართველოში. პრემიერის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ანგარიშის შედეგები ასევე ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობას და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც  გენდერული თანასწორობის, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია ახორციელებს საზიანო პრაქტიკისა თუ ქალთა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე და გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული მიმართულებების მხრივ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებას, უმცირესობების უფლებების დაცვას და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს. აღსანიშნავია, რომ  საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის ახალ ინიციატივაში „Good Human Rights Stories”  (GHRS) მოხვდა.

ნიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაშიშესულია   ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები,  სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემასაქართველორეგიონში ერთადერთიარომელიც  აღნიშნულ სიაში მოხვდა.