საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს მთავრობამ სოციალურ კეთილდღეობაზე და საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით დონორებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
2017-07-24 საგარეო დახმარება და სოციალური კეთილდღეობა; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა; შეფასებისა და შეზღუდულობის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელი და დეინსტიტუციონალიზაციის მეორე ფაზა; დევნილთათვის საჭირო რესურსების ოპტიმიზაცია; კულტურის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა და ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში - ეს ძირითადი საკითხები განიხილეს საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ სოციალურ კეთილდღეობაზე და საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით დღეს დონორებთან გამართა. |