საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სოფო ჯაფარიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
2017-05-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე აშშ-ის, გერმანიის, იტალიის საელჩოებისა და UNOHCHR-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. |