საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ტრეინინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე

2017-02-17

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან ერთად, ჩაატარა ორდღიანი ტრეინინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე.
ტრენინგს, რომელსაც პარლამენტისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" წარმომადგენლები დაესწრნენ, უძღვებოდნენ დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტები. ტრეინინგი მიზნად ისახავს იმ პირების სათანადო მომზადებას, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საბაზისო კვლევის ჩატარებაში, ასევე 2018-2020 წლებისთვის "ბიზნესის და ადამიანის უფლებების" მიმართულებით, მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

2016-2017 წლების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში ასახულია ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისებისთვის, ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფს ქვეყნაში მდგრად ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპს წარმოადგენს ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ტრეინინგი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მიერ.