საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობის ადმინისტრაციის სამძიმარი პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშრებით
2015-11-17
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს სამძიმარს უცხადებს. თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მოადგილემ.
|