საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრი გაფორმების ეკონომიკური ზონაში ბიზნესმენებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი გაფორმების ეკონომიკური ზონაში ბიზნესმენებს შეხვდა2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გაფორმების ეკონომიკური ზონაში (გეზ) ბიზნესმენებს შეხვდა.

„ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აქ ახალი კურსის შესახებ განაცხადა. აქვე შევკრიბეთ ბიზნესმენები, ინვესტორები და ავუხსენით, თუ რას ნიშნავს ახალი კურსი, ვაჩვენეთ გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონა, შევადარეთ როგორი იყო წარსულში და როგორი არის დღეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში და ფინანსა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ. ინფრასტრუქტურა გამოსწორებულია და დასრულებულია აბსოლუტურად ყევლაფრის რეაბილიტაცია, დასრულებულია ახალი მშენებლობები.

გვაქვს ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში შედის 1 იანვრიდან (2011 წ.). გვყავს ახალი ხალხი, რომელთა გადამზადება მოხდა რამოდენიმე ბოლო თვის განმავლობაში. ყველაფერი არის მზად იმისათვის, რომ ახალი კურსი განვახორციელოთ და ის ხარვეზები, რომლებიც აქამდე არსებობდა კერძო სექტორსა და შემოსავლების სამსახურს შორის - გამოსწორდეს, გამკაცრებული მიდგომა მოიხსნას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური