საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა2009 წლის 30 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჟურნალისტებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა 2009 წლის შედეგებზე ისაუბრა.

„2009 წელი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული წელი იყო. მსოფლიომ პირველად განიცადა ისეთი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, როგორიც არ ყოფილა ბოლო 60-70 წლის განმავლობაში.

დასავლეთის ქვეყნები და განვითარებადი ქვეყვები ამ კრიზისიდან უკვე გამოდიან. საქართველომაც კრიზისიდან გამოსვლა რამოდენიმე თვის წინ დაიწყო და ყველა მიმართულებით პოზიტიური ციფრები გვაქვს.

რაც შეეხება მთლიანად შიდა პროდუქტს, პირველი კვარტალი იყო მინუს 5 %, მეორე კავრატლი - მინუს 10%, მესამე - მინუს 1,2%. საბოლოოდ 2009 წლის ზრდა მინუს 4% იქნება. შესაბამისად, მეოთხე კვარტალი თავისი ზრდის მიხედვით დადებითია, რადგანაც ვხედავთ ეკონომიკურ აქტივობას, როგორც ოქტომბერში, ასევე ნოემებერში. ამ ეტაპზე დეკემებერშიც უკვე საკამოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. 2009 წლის ეკონომიკური ზრდის საბოლოო მაჩვენებელი და ციფრი დაახლოებით მარტში-აპრილში გამოქვეყნდება. სტატისტიკის დეპარტამენტს ეს პერიოდი სჭირდება საბოლოო მონაცემების გამოსაქვეყნებლად. თუმცა, მანამდე ჩვენი და IMF -ის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა და ეს არის მინუს 4%.

თან მაქვს დოკუმენტები, რომელშიც ყველა ციფრი ჩამოთვლილია: აქ მოყვანილია IMF-ის ვებ გვერდზე მოთავსებული სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მონაცემებიც. მინუს 4% კარგი ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ ყოველთვის გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, რომლებიც წლევანდელ წელს ახლდა. ლიტვაში არის მინუს 18,5 % ზრდა, ლატვიაში - მინუს 18%, სომხეთი - მინუს 15,6%, ესტონეთი, უკრარაინა და მოლდოვეთი - მინუს 9%, რუმინეთი - მინუს 8,5%, რუსეთი - მინუს 7,5%, უნგრეთი - მინუს 6,7%, ბულგარეთი - მინუს 6,5%, თურქეთი - მინუს 6,5%, ევროკავშირის ზონა ჯამში შეადგენს მინუს 4,2%.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა 2 თვიანი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ეკონომიკაზე სერიოზული გაველნა მოახდინა.პრემიერ–მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკამ აპრილის და მაისის თვეები დაკარგა. როგორც წესი, პირველ კავრატლზე უკეტესი მეორე კავრტალია, მეორეზე უკეთესი - მესამე. ჩვენ კი პირიქით გავქვს. პირველი მინუს პროცენტი გავქვს, მეორე უნდა ყოფილიყო მინუს 3-2% , მაგრამ რეალურად გვქონდა მინუს 10 %.
მინუს 4% უარყოფითია და ცუდია, მაგრამ დინამიკა პოზიტიურია. კარგია ის, რომ მომავალ წელს ველოდებით +2% ზრდას და პირველივე კვარტალი იქნება საკმაოდ პოზიტიური. ამაში საერთაშორისო სავალუტო ფონდიც გვეთანხმება.

მაგალითისთვის რამოდენიმე ციფრი მინდა მოგიყვანოთ. რეკორდულად მაღალია ეროვნული ბანკის რეზერვები. ეს საერთაშორისო ფულადი ნაკადების შემოდინებების დამსახურებაა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, IMF, EBRD პროქტების განხორციელების დამსახურებაა ქვეყანაში საერთაშორისო ვალუტის შემოდინება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდაც ამან გამოიწვია.

საქართველოში საერთაშორისო ინსტიტუტების აქტივობა და 4,5 მილიარდ დოლარიანი შეპირება, რომელიც 2008 წლის ოქტომერში ბრიუსელში საერთაშორისო საზოაგადეობისგან საქართველომ მიიღო, ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას ძალიან დაეხმარა. ამ პროექტების დიდი ნაწილი უკვე განხორციელების პროცესშია. შემიძლია გითხრათ, რომ 4,5 მლრდ-დან, 3,7 მლრდ დოლარზე ხელი უკვე მოწერილია ან ბორდზეა დამტკიცებული, ანუ გარანტირებულია. ეს ქვეყანას დამტებით კომფორტს უქმნის, რადგან ქვეყანაში კერძო უცხოური შემოდინებების აღსადგენად და იმ დონეზე ასასვლელად, როგორზეც 2007- 2006 და 2005 წლებში ვიყავით, 3 წელი გვაქვს.

IMF პროგრამის ფარგლებში 1.1 მლრდ დოლარი დამატებით არის გამოყოფილი (რაც არ შედის დამტკიცებულ 4,5 მლრდ-ში). 400 მლნ დოლარი იქნება საბიუჯეტო დახმარება, დანარჩენი კი - ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად წავა ან უკვე წავიდა.

გამოსწორდა სავაჭრო ბალანსიც. ისეთივე უარყოფითია, როგორც ყველა წლებში, მაგარამ ექსპორტთან შედარებით, იმპორტი უფორო ნაკლებად არის შემცირებული, შესაბამისად ბალანსი იმპორტ-ექსპორტს შორის ბევრად უფრო დადებითია.

ეროვნული ვალუტის კურსი საკამოდ მყარია და ასევე გაგრძელდება მომავლშიც.

რაც შეეხება ე. წ. FDI (Foreing Direct Investment) - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - სამი კვარტლის ჯამი 505 მლნ დოლარია, მეორე კვრატალი აბსოლუტურად კატასტროფული იყო უცხოური ინვესტიციების თავლსაზრისით, ამ 505 მლნ დოლარიდან მესამე კავრტალზე მოდის 230 მლნ დოლარი. ჩვენ ველოდბით, რომ მეოთხე კავრტალი იქნება 230 მლნ დოლარზე მეტი და ვვარაუდობთ, რომ ეს შემოდინება ჯამში 700-800 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება.

საბანკო სექტორი ერთ-ერთი მთავრი ფაქტორია, რომელიც საქართველოს ეკონომიკას სიმყარეს აძლევს. დეპოზიტები რეკორდულად მაღალია. ეს ეკონომიკურ პოზიტივისადმი და საბანკო სექტორისადმი საზოაგადოების, კერძო კომპანიების რწმენას კიდევ ერთხელ აძლიერებს.

2 თვეა, რაც რეალურად დაიწყო საკრედიტო პორთფელების ზრდა. აქამდე საკრედიტო პორთფელები ყოველთვიურად არ იზრდებოდა, იანვრიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავდით საკრედიტო რესურსის შემცირებას. ეს შემცირება შეჩერდა ოქტობერში, ნოემბერში გაიზარდა და დეკემბერში საბანკო სექტორის მიერ გაცემულ კრედიტებზე აღინიშნება ყველაზე სერიოზული ზრდა.
რამოდენიმე თვის წინ 6 თვიანი სახაზინო ვალდებულებები პირველად გამოვუშვით. რა არის სახაზინო ვალდებულებები?! - როდესაც სახელმწიფო შიდა ბაზარზე კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან და ბანკებისგან იღებს სესხს. საშუალო 6,2 % დაფიქსირდა, ხოლო დეკემბერში 4 %-მდეც ჩამოვდა, ანუ იმის მაჩვენებელია, თუ რა პროცენტში ასესხებს თანხას საქართველოს კერძო სექტორი საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას.

2002 წელს ეს იყო 42%, 2003 წელს - 42,9 %, 2004 წელს - 21% და 2005 წელს - 12%.

იგივე შეგვიძლია ვთქავათ ევრობონდის საფასურზეც. როგორც მოგეხენებათ, 2008 წლის აპრილში გამოვუშვით 100 დოლარიანი ნომინალის მქონე ევრობონდი. მეორად ბაზარზე ეს ევრობონდი ივაჭრებოდა 62 %, ვგულისხმობ, შარშანდელ ბოლო კავრტალს და წლევანდელ მეორე კავრტალს. ახლა მისი ფასი 102 დოლარია.

რაც შეეხება პრივატიზაციას - ეს არის ერთ-ერთი ის თემა, რომლითაც უკმაყოფილო ვარ წლევანდელი წლის მონაცემებით. შესრულებული უფრო ნაკლებია, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. აქტიურობმ იკლო. კერძო სექტორის მიმართ ეკონომიკის სამინისტროდანაც შეთავაზებები ნაკლები იყო. ჯამში, ჩვენ არასახარბიელო სურათი მივიღეთ. მინდა ვთქვა, რომ ბოლო რამოდენიმე კვირაა ზურაბ პოლოლიკაშვიკლთან ერთად მომავალი წლის პრივატიზაციის თემასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ.

2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 250 მლნ ლარი. ეს ის თანხაა, რომელიც პრივატიზაციიდან უნდა შემოვიდეს. წლევანდელი წლის მაჩვენებლია 170 მლნ ლარი. ბევრია ისეთი ქონება, რომელიც სახელმიფოს არ სჭირდება, რომელსაც ვერ იყებნებს და არის მის ბალანსზე. ამ ობიექტების ყიდვაზე, განვითრებაზე და ინვესტირებაზე კერძო სექტორიდან მოთხოვნა მივიღეთ. ამ დროს საჭიროა ჩვენი მხრიდან მეტი აქტივობა, ოპერატიულობა და ეფექტურობა.

მინდა შევეხო ბიზნეს გარემოსაც. წელს მთვრობამ პარლამენტში თავისუფლების აქტი შეიტანა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტად ვთვლი. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი მას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს. ეს სწორედ ის კანონპროექტია, რომელიც ინვესტორებს ჩვენი კურსის შეუქცევადობაში არწმუნებს. გადასახადები არ გაიზრდება, ამ ქვეყანაში მომავალი ათწლეულების განმავლობაში ლიბერალური გარემო შეიქნება. ეს არის ის მესიჯი, რომელიც ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ინვესტორებს, რათა მათი აქტივობა გაიზარდოს.
მინდა გითხრათ, რომ წელს, მთავრობის მიერ ფარმაცევტული სექტორის რეფორმა იყო ინიცირებული. ვგულისხმობ, წამლის შესახებ კანონს, რომლის მიღების შემდეგ გაიზარდა კონკურენცია და შედეგად წამლების გაიაფება მივიღეთ.

სტატისტიკის რეფორმასაც შევეხები. კანონი უკვე მიღებულია. პარლამენტში ამ კანონის მიღება დაგვიანდა. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ევროსტატმა თავისი რეკომნედაციების გათვალისწინება მოითხოვა. მომავალ წელს დავრწმუნდებით იმაში, რომ სტატისკის დეპარტამენტი რეალურად დამოუკიდებელი იქნება. შეიცვლება სახელწოდებაც - „საქსტატი" და მას დამოუკიდებელი ბორდი ეყოლება.
წელს ახალი პროექტი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" განვახორცილეთ. ამ პროექტმა ქვეყანას რამდენიმე პლიუსი მოუტანა. სამშენებლო სექტორი, რომელსაც სერიოზული პრობლემები ქონდა, ამ პროგრამამ გადაარჩინა. მეორე პლიუსი იყო ის, რომ მაღალი ეკონომიკური აქტივობა და დასაქმების ზრდა მივიღეთ. მესამე იყო ის, რომ საბანკო სექტორს სესხების გაცემის საშუალება მიეცა. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ავარიულ სახლებში მცხოვრებ 240-ზე მეტ ოჯახს მალე ახალი ბინები ექნებათ. ეს საპილოტო პროექტი იყო, რომელიც 2010 წელსაც გაგრძელდება. ამ პროქტის კოპირების თხოვნით ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა.

წელს, ინვესტიციების დაცვის რამდენიმე ხელშეკრულება და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშრუკლება დავდეთ. ჯამში, 26 ქვეყანასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება და 31 ქვეყანასთან ინვესტიციების დაცვის ორმხირივი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული.

1,5 წლის წინ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ჩამოვაყალიბეთ. განსაკუთრებით დიდი აქტივობა ქუთაისში აღინიშნება, სადაც ეგვიპტელი ინვესტორი პროდუქციას უკვე აწარმოებს, დასაქმებულია ასობით ადამიანი. ის აპირებს თავის საწარმოო ხაზის გაფართოებასაც. რაც შეეხება ფოთს, იქ დასრულებეულია მოწყობა და მომავალ წელს ბევრ ახალ კომოპანიას ვნახავთ, რომელიც თავისუფალ ინდისტრიულ ზონაში დაიწყებს ფუნქციონირებას. აქაც ათასობით ადამიანი დასაქმდება.

შევეხები სოფლისმეურნეობის საკითხს. ამ სფეროთი საკამოდ კმაყოფილი ვარ. წელს კარგად ჩაიარა როგორც ციტრუსების მოსავლის აღებამ, ასევე რთველმა, ყველაეფრი კარგად იყო ორგანიზებული. ბევრი მიმღები ადგილი იყო გამოყოფილი. შედეგად, არცერთ გლეხს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენია. წელს ციტრუსებთან დაკავშირებით ექპერიმენტალური მიდოგომა გვქონდა. ბევრ ქვეყანაში ექსპორტი განვახორციელეთ.

2009 წლის იანვრიდან გადასახადები 25 %-იდან 20 %-მდე შევამცირეთ. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, წელს პენსიები ორჯერ 5-5 ლარით გაიზარდა. წარმოვიდგინოთ პენსიონერი თბილიში, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის და მისი ქულა 57000-ზე ნაკლებია. მოსახლეობის რიცხვი, როემლიც სიღარიბის ზღავრს ქვემოთ მყოფის ბენეფიტებს იღებს, 9000-10000 შეადგენს. 400 ათასი ადამიანი იღებს თანხობრივ დახამრებასაც.

ჩემს თანაშემწეს დავავალე გაეკეთებინა იმის ანალიზი, თუ რა თანხას იღებენ ისინი სახელმწიფოსგან: პენსია - 80 ლარი, სტაჟის დანამატი - 10 ლარი, 30 ლარი საარსებო შემწეობა, 21 ლარიანი სამედიცინო დაზღვევა. თბილისში, 2010 წლიდან პენსიზაე დანამატს მიიღებენ 10 ლარს. კომუნალურ გადასახადზე ერთჯერად დახამრებს იღებენ 6 ლარს, საკომუნიკაციოს დაახლოებით 2,1 ლარს, ქალაქის ტრანსპორტით სარგებლობის 12 ლარს და მედიკამანეტების ვაუჩერით სარგებლობის 2 ლარს. ჯამში, პენსიონერი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის და თბილისში ცხოვრობს 174 ლარს სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დაწესებულებებიდან იღებს: ნაწილს მერიიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან, ნაწილი ვაუჩერის სახით და ნაწილი ნაღდი ფულის სახით არის წარმოდგენილი.
შევჩერდეთ იაფი დაზღვევის პროგრამაზეც. ეს პროგრამა ყველაზე წარმატებული იყო. ამ პროგრამაში მაქსიმალური რაოდენობის ჩვენი მოქალაქეები ჩავრთეთ. 2006 წელს 45 ათასი საქართველოს მოქალაქე იყო დაზღვეული. 2009 წელს 1 მლნ 500 ათასზე მეტი. 120 ათასი ადამიანი დაეზღვია იაფი დაზღვევის პროგრამით. ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ასევე წელს ჩვენ კიდევ ერთი ახალი პროგრამა გვქონდა - სამაგისტრო სტიპენდია. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეეძლო თითქმის მთლიანად მიეღო დაფინანსება, თუ ის მოხვდებოდა მსოფლიოს
50 ყველაზე მაღალი დონის უნივერსიტეტში. წელს სახელმწიფომ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე დააფინანსა 130 აბიტურიენტი.

წლევანდელი პროგრამებიდან აღსანიშნავია სოფლის მხარდჭერის პროგრამაც, რომელიც პირველად განვახორციელეთ. თანხა არც თუ ისე დიდი იყო, მაგრამ საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ქონდა. სოფელს შეეძლო თავად განეკარგა მისთვის გამოყოფილი თანხა. ჯამში 2009 წელს ამ პროგრამაზე გამოყოფილი იყო 20 მლნ ლარი, ხოლო მომავალ წელს ამ თანხას გავაორმაგებთ.

მინდა აღვნიშნო, რომ 100 საავადმყოფოს პროექტითაც უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ახალი მიდგომა ჩამოვაყალიბეთ. ამას შეიძლება დავარქვათ ჯანდაცვის ახალი რეფორმა, რომელსაც იანვარში წარმოგიდგენთ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად.

რამდენიმე სიტყვა ენერგეტიკის შესახებ. წელს პირველად, ოთხივე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში განვახორციელეთ ექსპორტი: რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. ექსპორტის ოდენობა იყო ისეთი, რომ აგვისტო-სექტემბრის თვეებში ელექტროენერგია მოხვდა 5 ყველაზე ექსპორტირებად პროდუქტთა რიცხვში. პირველი წელიწადი იყო, როდესაც ენგურჰესზე ხუთივე აგრეგატი მუშაობდა და მინიმალური წყალი დაიღვარა. წელს დავიწყეთ 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2012 წელს. წელს დაიწყო რამოდენიმე ჰესის მშენებლობა: ჩაეყარა საფუძველი ბახვიჰესის მშენებლობას, ფარავან-ანის და მტკვარი ჰესის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ჯამში ამ ჰესების სიმძლავრე 126-130 მეგავატს შეადგენს.

დასრულდა გამრიცხველიანების მეორე ეტაპი მსხვილ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. წელს 58 ათასი ინდივიდუალური მრიცხველი დაიდგა. მომავალ წელს ეს რიცხვი 120 ათასი უნდა გახდეს, როდესაც გამრიცხველიანების მესამე ეტაპს განვახორციელებთ.

ასევე, გაზიფიკაციის კუთხითაც წარმატებები გვქონდა. 2009 წელს გაზი შევიყვანეთ იმ სოფლებში, სადაც აქამდე არ ყოფილა და შედეგად, 87 ათასი ახალი აბონენტი გვყავს.

გზების დაგების და რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდული წელი იყო. სულ 7 ათასი კმ გზა არის საქართველოში, წელს დაიგო და რეაბილიტცია გაუკეთდა 1 ათას კმ-ს. მომავალ წელს ჩვენ დავასრულებთ ემ-სი-ჯი-ს გზას სომხეთის და თურქეთის საზღვრამდე. აგრეთვე, მომავალ წელს დასრულდება გომბორის გზაც. დავიწყებთ ზესტაფონი-სამტრედიის გზისა და აჭარის შემოვლითი გზების მშენებლობას. აგრეთვე, წელს დავიწყეთ მესტიის გზა, მაგრამ მის მშენებლობას დასჭირდება კიდევ 1 წელი," - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან 2009 წლის შედეგებზე საუბრისას.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური