საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საახალწლო ნაძვის ხე მთავრობის კანცელარიაში

საახალწლო ნაძვის ხე მთავრობის კანცელარიაში2009 წლის 27 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უპატრონო ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს საახალწლო ნაძვის ხე მთავრობის კანცელარიაშიუმასპინძლა.

ბავშვებმა რუსთაველის თეატრის სპექტაკლი "ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი" ნახეს. მათთვისვე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ორკესტრი უკრავდა.

"ძალიან კარგ ტრადიციას ეყრება საფუძველი. ჩვენ ვაპირებთ არა მარტო ახალ წელს, არამედ 3-4 თვეში ერთხელ ჩამოვიყვანოთ ბავშვები ყველა ბავშვთა სახლიდან. დღეს 600 ბავშვი ჩამოვიყვანეთ. მათთვის რუსთაველის თეატრმა წარმოდგენა დადგა, გაიმართა კონცერტიც, ვფიქრობ ბავშვებს კარგი საღამო გავუკეთეთ"- განაცხადა ნიკა გილაურმა.


პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური