საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ახალქალაქში გაიმართა „ანგარიში ხალხს“

2009 წლის 24 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ ანგარიში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ჩააბარა. სამინისტროებმა თავისი პავილიონები ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე გახსნეს. ახალქალაქში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონებში არსებული პრობლემების შესასწავლად ამ აქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენი აქციები მნიშვნელოვანია იმისთვის, რონ გავიგოთ სხვადასხვა რაიონში რა პრობლემები აქვთ და ჩვენი განვითარების მომავალი დავგეგმოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერაქციის მხრივაც. რეგიონებში საზოგადოების პრობლემების შესახებ ვგებულოთ. სხვადასხვა რეგიონს სხვადასხვა კითხვები აქვს. აქ ძირითადი კითხვები სოფლის მეურნეობას ეხებოდა, რუსთავში აქტუალური იყი ჯანდაცვის სფერო,"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური