საქართველოს მთავრობა – სახელმწიფო რწმუნებულები

გიორგი ალადაშვილიგიორგი ალადაშვილი

 

განათლება:

2009-2010 წწ. - ჰარვარდის უნივერსიტეტი - კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ, მაგისტრის აკადემიური ხარისხი
2002-2006 წწ. - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით
2001-2002 წწ. - ფრანკლინის უმაღლესი სკოლა - ფრანკლინი, ვირჯინია, აშშ,

პროფესიული განვითარება/ სასწავლო კურსები:

2020 წ. - ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კურსი, გარმიში, გერმანია
2019 წ. - დანიელ ინოის სახელობის აზია-წყნარი ოკეანეთის უსაფრთხოების სწავლების ცენტრი, ჰავაი, აშშ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ინტენსიური კურსი
2018 წ. - აშშ-ის კოლორადოს შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების მენეჯმენტის სასწავლო ცენტრი, კოლორადო, აშშ, კურსი ,,ინდუსტრია სასჯელაღსრულების სისტემაში"
2012 წ. - აშშ -ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი, ფარული გამოძიების უმაღლესი კურსი, ბრუნსვიკი, აშშ
2011 წ. - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, მარშალის სამსახური, აშშ, მარშალის სამსახურის ძირითადი საწვრთნელი კურსი
2010 წ. - ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. კენედის სამთავრობო სკოლა, აშშ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროგრამა
2008 წ. - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემია - ერევანი, სომხეთი, კურსი ,,თავდაცვის ორგანიზება უსაფრთხოების ფართო კონტექსტში"
2007 წ. - ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. კენედის სამთავრობო სკოლა, აშშ, საჯარო ფინანსური მენეჯმენტის კურსი
2006 წ. - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი - ვაშინგტონი, აშშ, პოლიტიკური მეცნიერების კურსი
2005 წ. - ჩარლზის უნივერსიტეტი - პრაღა, ჩეხეთი, პოლიტიკისა და ეკონომიკის სწავლების ამერიკული ინსტიტუტი
2004 წ. - ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია - ჰააგა, ჰოლანდია, საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსი

სამუშაო გამოცდილება:

29.08.2022 წ. - დღემდე - სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში
06.2021 - 08.2022 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
02.2021-06/2021 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
02.2019-02/2021 წწ. - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) II მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
12.2017-12.2018 წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
01.2016-11.2017 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
08.2014-01.2016 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი - პოლიციის ატაშე ავსტრიის რესპუბლიკაში
01.2013-08.2014 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო - სამსახურის უფროსი
05.2011- 04.2012 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი
2008-2009 წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური ინსპექცია - მთავარი ინსპექტორი
2006-2008 წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილის თანაშემწე
2007-2008 წწ. - ფლორიდის შტატის წარმომადგენელთა პალატა, აშშ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი- სტაჟიორი
2006 წ. - საგადასახადო კვლევებისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, აშშ, სტაჟიორი

მიღებული გრანტები და ჯილდოები:

2021 წ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონი ,,განსაკუთრებული დამსახურებისთვის"
2016 წ. - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ დაჯილდოებული მადლობის სიგელით აშშ-სა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების შორის თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის
2014 წ. - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიღებული მადლობის სიგელი
2013 წ. - აშშ-ის ტეხასის შტატის ქ. დალასის საპატიო მოქალაქე
2010 წ. - პოლიციის უფროსების საერთაშორისო ასოციაცია, აშშ, სამართალდამცავ სტრუქტურებში პროფესიონალური კონტრიბუციისათვის მიღებული მადლობის სიგელი
2009-2010 წწ. - ფონდი „ღია საზოგადოება", აშშ, სასწავლო გრანტის მფლობელი
2007-2008 წწ. - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი, აშშ
2005-2006 წწ. - „ამერიკული სწავლების ფონდი", აშშ, სასწავლო გრანტის მფლობელი
2001-2002 წწ. - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი, აშშ


უცხო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე
სპეციალური წოდება: პოლიციის პოლკოვნიკი