საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №775

საქართველოს მთავრობის განკარგულება №775
05 დეკემბერი, 2007

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის" გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფი­­ნან­­სთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-ტერი­ტორიული ერთეულების აღმასრულე­ბელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველ­ყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტრო­ლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, საგარე­ჯოს, სიღნა­ღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს მუნიციპალი-ტეტები) გ. ნაცვლიშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე