საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №779

საქართველოს მთავრობის განკარგულება №779
05 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო სტიპენდიების გასაცემად თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს ,,საქართველოს პრეზიდენტის სარე­ზერვო ფონდიდან სახელმ-წიფო სტიპენდიების გასაცემად თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარ­­გუ­ლების პროექტი.

2. განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრა-ციას.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წი­­ნა­­დადებების შესაბამისად ,,საქართველოს 2008 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექ­ტში დამატებით გაითვალისწი-ნოს 2008 წელს სახელმწიფო სტიპენდიების გასაცემად აუცილებელი ხარჯები.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე