საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №787

საქართველოს მთავრობის განკარგულება №787
17 დეკემბერი, 2007

,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის N324 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ტერიტორიული ერთეულე­ბის ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი­დან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის N324 განკარგულებაში და N1 დანარ­თის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ" ქვეპუნქტი:

,,დ) 4100 ლარი გოგებაშვილის ქუჩაზე მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის გაგრძელებისათვის (N1 დანართის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული - ჭავჭავაძის, ბარათა­შვი­ლის, ლეჟუბნისა და 9 აპრილის ქუჩების გაზსადენის აღსად­გენად ჩატარებული ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე).

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე